26 ნოემბერი 2024,   10:38
ვრცლად
სიმართლე გითხრათ, მე ამის შესახებ წინასწარ ვიცოდი.- ვიოლა ფონ კრამონი სალომე ზურაბიშვილის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალებაზე

გერმანელი ევროპარლამენტარის ვიოლა ფონ კრამონის თქმით, საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან ნიკა გვარამიას შეწყალება თამამი გადაწყვეტილება იყო, რომილის შესახებაც მან წინასწარ იცოდა.

ვიოლა ფონ კრამონის განმარტებით, მსგავსი ნაბიჯების გადადგმა მომავალშიც უნდა გაგრძელდეს, განსაკუთრებით ევროკომისიის მიერ დადგენილი პრიორიტეტების შესრულების მხრივ.

"პირველ რიგში გილოცავთ თქვენ და მთელ თქვენს გუნდს ამ ნამდვილად კარგ გადაწყვეტილებას. ეს იყო მართლაც თამამი გადაწყვეტილება პრეზიდენტისგან და სიმართლე გითხრათ, მე ამის შესახებ წინასწარ ვიცოდი. როდესაც ის ბრიუსელში სიტყვით გამოვიდა, მაშინ მომივიდა ინფორმაცია, რომ ნიკას შეწყალებას აპირებდა. ჩვენ ამას საიდუმლოდ ვინახავდით და გუშინ ძალიან მესიამოვნა, როდესაც გახარებულები დაგინახეთ",- წერს ევროპარლამენტარი. 

დღის ამბები