26 ნოემბერი 2024,   10:47
ვრცლად
მაღაროელების პროტესტის მე-18 დღე - ვინ აწვდის გაფიცულ მაღაროელებს აქციისთვის საჭირო ინვენტარს და რა ინტერესები აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციებს

სოციალური სამართლიანობის ცენტრში ადასტურებენ, რომ თბილისში საპროტესტო აქციაზე,“ჯორჯიან მანგანეზის” გაფიცულ თანამშრომლებს, საჭირო ინვენტარით დაეხმარნენ.

არსებული ინფორმაციით, ""იემსი "" ერთ-ერთია იმ ორგანიზაციებს შორის, ვინც მაღაროელებს პროტესტის გამოსახატად ყველა საჭირო პირობას უქმნის. ტექნიკურ დახმარებასთან ერთად, არასამთავრობო სექტორი დასაქმებულების სამართლებრივი საკითხების მოგვარებაზეც ზრუნავს, რაც საკუთარ თავზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ აიღო.

გავრცელებული ინფორმაციით, ჭიათურელი მაღაროელები თავშესაფრით სოროსის ფონდმა უზრუნველყო. ""ფონდმა ღია საზოგადოებამ"" ბიუჯეტიდან 10 ათას ლარამდე თანხა გამოყო, რომელიც პროტესტის მონაწილეების საოჯახო სასტუმროებში განთავსებას მოხმარდა. ორგანიზაციაში, ფინანსურ ტრანზაქციებზე საუბარს ერიდებიან, თუმცა ადასტურებენ რომ საჭიროების შემთხვევაში, მაღაროელებს ნებისმიერ დახმარება გაუწევენ

მაღაროელები არ მალავენ, რომ საპროტესტო ატრიბუტიკა დედაქალაქში ჩამოსვლისთანავე მიიღეს. კარვები, ფინანსური დახმარება და სხვა საჭირო ინვენტარი მათი თქმით, საკანონმდებლო ორგანოს წინ მიმდინარე აქციას მნიშვნელოვნად დაეხმარა.

საპროტესტო აქციაზე, არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიურობა არ უკვირს ოპოზიციის გარკვეულ ნაწილს. ხელისუფლების ოპონენტების მეორე ნაწილმა კი, ენჯეოების მოქმედებების უკან, მათი პოლიტიკური მიზნები დაინახა.

დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს შორის მოლაპარაკების აუცილებლობაზე საუბრობს მმართველი გუნდი. არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, ნებისმიერი გარე ჩარევა საპარლამენტო უმრავლესობის შეფასებით, მხოლოდ პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება და ხელს უწყობს ქვეყანაში ვითარების გამწვავებას.

მაღაროელების პროტესტი 16 დღეა გრძელდება, თუმცა აქციის მონაწილეთა დიდმა ნაწილმა, დედაქალაქი უკვე დატოვა და ჭიათურაში დაბრუნდა.]

 

ავტორი: ანუკა ბუავა

დღის ამბები