საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს და მის თანამშრომლებს დაარსებიდან 29 წლისთავს ულოცავს. ამის შესახებ პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა.
"სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური 29 წლისაა. ვულოცავ დღევანდელ დღეს მის თითოეულ თანამშრომელს, მათ, ვინც დღეს სახელმწიფოს სამსახურშია და იცავს სახელმწიფო ინსტიტუტების უსაფრთხოებას.
ვაფასებ თქვენს საქმიანობას და განსაკუთრებულ მადლობას გიხდით ერთგული სამსახურისათვის!" - წერს სალომე ზურაბიშვილი.