26 ნოემბერი 2024,   10:24
ვრცლად
საქართველოსა და ყაზახეთს შორის სავაჭრო ბრუნვა ისტორიულ მაქსიმუმზეა - ირაკლი ღაარიბაშვილი მეგობარი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს მასპინძლობს

ყაზახეთი საქართველოს ერთ ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორი ხდება. ცენტრალური აზიის ყველაზე მდიდარ სახელმწიფოს და მსოფლიოს სიდიდით მე-9 ქვეყანას, რომელსაც ტრანს კონტინენტურ ზღვაზე გასავლელი არა ქვს, ომის ფონზე საქართველოს ინფრასტრუქტურა კიდევ უფრო სჭირდება. გზები, პორტები, რკინიგზა - რუსეთის გვერდის ავლით და სამხრეთ კავკასიის გავლით! ახლა მთავარი ლოგისტიკა და დალაგებული სატარიფო პოლიტიკაა.

შუა კორიდორს სამი მთავარი მოთამაშე ჰყავს. აქედან ერთი, დღეს თბილისშია.

ილჰამ ალიევის შემდეგ, საქართველოში ჩამოვიდა ალიხან სმაილოვი ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი, რომელსაც მეორე დღეა ირაკლი ღარიბაშვილი მასპინძლობს.

საქართველოსა და ყაზახეთს შორის სავაჭრო ბრუნვა უკვე ისტორიულ მაქსიმუმზეა. ბოლო ერთ წელიწადში, ის 227 პროცენტით არის გაზრდილი. აზერბაიჯანთან ერთად, საქართველო უკვე ყაზახეთის ენერგორესურსების მთავარი გამტარიც ხდება და ეს პოტენციალი 2027 წლისთვის 100% უნდა იყოს ათვისებული.

შუა დერეფნის გაძლიერებით ყველა დაინტერესებულია: ჩინეთი, ცენტრალური აზია, სამხრეთ კავკასია, თურქეთი და ევროპა.

 

 

დღის ამბები