26 ნოემბერი 2024,   10:52
ვრცლად
პოლიტიკური ბრძოლის მძევლებად აქცევთ კიეველებს, რამეთუ ანგრევთ ქალაქის თვითმმართველობას და სიცოცხლისუნარიანობას - კლიჩკო უკრაინის ცენტრალურ ხელისუფლებას აკრიტიკებს

კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ, ბომბსაფრებთან დაკავშირებით, მასშტაბური კამპანიაა წამოწყებული, რომელიც მის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. განცხადება კლიჩკომ საკუთარი "ტელეგრამარხის" საშუალებით გაავრცელა.

კიევის მერის თქმით, დაუსრულებელ ჩხრეკას ომის დროს დედაქალაქის მართვაში ქაოსი შეაქვს, კრიტიკული ინფრასტრუქტურის საწარმოებს კი არ აძლევენ ჯეროვანი მუშაობის საშუალებას. კლიჩკოს განცხადებით, ქალაქის ხელმძღვანელებს უყენებენ ეჭვებს და ხმამაღლა ადანაშაულებენ. ამასთან, როგორც კიევის მერი ამბობს, რაიონების არცერთი ხელმძღვანელის წინააღმდეგ, რომელიც პასუხისმგებელია ბომბსაფრის მოწყობაში, საქმე არ აღძრულა.

"ასე ვსაუბრობთ ობიექტურობასა და პოლიტიკური მოტივების არარსებობაზე? უკვე მივაღწიეთ გამარჯვებას? სხვა გამოწვევები არ არსებობს და მთავარი პრობლემა კლიჩკოა? პოლიტიკური ბრძოლის მძევლებად აქცევთ კიეველებს, რამეთუ ანგრევთ ქალაქის თვითმმართველობას და სიცოცხლისუნარიანობას," - განაცხადა კლიჩკომ.

დღის ამბები