26 ნოემბერი 2024,   12:23
ვრცლად
"ქართული ოცნების" ხელისუფლება, ევროინტეგრაციის მიმართულებით, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე წარმატებულია - რატი ბრეგაძე

საქართველოს იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, როცა საქმე ეხება ევროინტეგრაციას, საქართველო საკმაოდ მოკლე პერიოდში ჭრის ხოლმე დიდ პრობლემებს.

მისივე თქმით, "ქართული ოცნების" ხელისუფლება ევროინტეგრაციის მიმართულებით, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე წარმატებულია:

""ქართული ოცნების" ხელისუფლება ევროინტეგრაციის მიმართულებით, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე წარმატებულია. თუკი რაიმე ხელშესახები პროგრესი იქნა ამ მიმართულებით მიღწეული, იყო "ქართული ოცნების" პერიოდში. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ქართველ ხალხთან ერთად, აუცილებლად გაგვიხარდება კანდიდატის სტატუსის მიღება და შემდგომში ევროკავშირის წევრობაც.

როცა საქმე ეხება ევროინტეგრაციას, საქართველო საკმაოდ მოკლე პერიოდში ჭრის ხოლმე საკმაოდ დიდ პრობლემებს. გამომდინარე იმ ტემპებიდან, რომელიც აქვს ყველა უწყებას, რომელიც მუშაობს ევროინტეგრაციის საკითხებზე, მჯერა, რომ ყველა საჭირო ვადაში შესრულებული იქნება ყველა რეკომენდაცია,"- აცხადებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე.

დღის ამბები