26 ნოემბერი 2024,   12:30
ვრცლად
უკრაინაში საჰაერო განგაში გამოცხადდა - რამდენიმე ოლქში აფეთქებების ხმები ისმოდა

უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები ისევ გრძელდება.

საჰაერო განგაში ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე, მათ შორის, დედაქალაქში შუაღამეს გამოცხადდა. აფეთქებები ხმელენცკისა და კიდევ რამდენიმე ოლქში დაფიქსირდა. უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, ხერსონის ოლქთან ფრთოსანი რაკეტები აღმოაჩინეს, რომლებიც დნიპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივოი-როგის მიმართულებით მოძრაობდნენ.

რუსულმა ძალებმა სუმის ოლქის 9 დასახლება ღამის განმავლობაში 21-ჯერ დაბომბეს, დაფიქსირდა 147 აფეთქება, დაშავდა 1 ადამიანი.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბელარუსში უკრაინის ელჩი თანამდებობიდან დაითხოვა. შეგახსენებთ, რომ 19 ივნისს უმაღლეს რადაში რეზოლუციის პროექტი დაარეგისტრირეს, რომელიც ბელარუსის აგრესორ სახელმწიფოდ აღიარებას ითვალისწინებს. დეპუტატთა ნაწილი ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის მოწოდებითაც გამოვიდა.

რაც შეეხება საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის მხარდაჭერას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც უკრაინის ნატო-ში შესვლას და უკრაინის "მშვიდობის ფორმულას" ემხრობა - ამის შესახებ იტყობინება უკრაინული მედია.

დღის ამბები