26 ნოემბერი 2024,   10:53
ვრცლად
"მივესალმებით ამ გადაწყვეტილებას, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება ელოდებოდა" - "რეპორტიორები საზღვრების გარეშე" ნიკა გვარამიას შეწყალებას ეხმაურება

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალების თაობაზე უკვე კეთდება პირველი საერთაშორისო შეფასებები.

"რეპორტიორები საზღვრების გარეშე" საქართველოს პრეზიდენტის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალებას მიესალმება. ამის შესახებ ორგანიზაცია "ტვიტერის" გვერდზე ავრცელებს განცხადებას.

"პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა ოპოზიციური "მთავარი არხის" დირექტორი ნიკა გვარამია, რომელიც ციხეში 2022 წლის მაისიდან იმყოფება. "რეპორტიორები საზღვრების გარეშე" მიესალმება ამ გადაწყვეტილებას, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება ელოდებოდა," - წერია განცხადებაში.

დღის ამბები