26 ნოემბერი 2024,   10:31
ვრცლად
"ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის, ვულოცავ ყველას" - ლევან ხაბეიშვილი ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის გადაწვეტილება გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი იყო. მათ შორის, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის. 

ლევან ხაბეიშვილი ამ წუთებში რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან იმყოფება და ნიკა გვარამიას გამოსვლას ელოდება.

"მძიმე ღამე აქვს რუსულ ოცნებას, მესმის, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის, ვულოცავ ყველას, საქართველოს მოქალაქეებს, ჩვენი ქვეყნის გულშემატკივარს, განსაკუთრებით ნიკა გვარამიას თანამებრძოლებს, მეგობრებს, გულშემატკივრებს. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, ევროკავშირის წევრობა, მთავარი ოპოზიციური არხის გენერალური დირექტორი რომ არის დაკავებული გამოგონილი ბრალით შეუძლებელია და ასევე, მნიშვნელოვანია პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლება, რაზეც ჩვენი ევროპელი დიპლომატები მიუთითებენ, უამრავი რეზოლუციაა მიღებული და შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხის გამარჯვება არის ერთი ხელის გაწვდენაზე.

გარკვეული ილუზიები და მოლოდინები არ მქონდა, თუმცა უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება რომ არის, ეს არის ფაქტი," - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

შეგახსენებთ, ნიკა გვარამიას შეწყალების გადაწყვეტილების შესახებ პრეზიდენტრმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს საღამოს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

დღის ამბები