ნიკა გვარამიას ადვოკატის, დიტო საძაგლიშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის გადაწვეტილება გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით მოულოდნელი იყო. ადვოკატი იმ პროცედურებს განმარტავს, რის შემდეგაც ნიკა გვარამია საპატიმროს დატოვებს.
"მოულოდნელი იყო ამ გადაწყვეტილების მოსმენა, ბუნებრივია, გაგვიხარდა მისი მოსმენა. პროცედურულად, შეწყალების აქტი უნდა მოვიდეს საპატიმრო დაწესებულებაში და მას შემდეგ, ნიკამ უნდა დატოვოს ციხე. წესით, დიდი დრო არ უნდა დასჭირდეს," - აღნიშნა ადვოკატმა.
რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებასთან უკვე შეკრებილი არიან ნიკა გვარამიას მხარდამჭერები, ასევე "ნაციონალური მოძრაობის წევრები. ადგილზე იმყოფება "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, იქ იმყოფება ნიკა მელიაც.
შეგახსენებთ, ნიკა გვარამიას შეწყალების გადაწყვეტილების შესახებ პრეზიდენტრმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს საღამოს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.