26 ნოემბერი 2024,   10:41
ვრცლად
მაღაროელებმა პროტესტის რადიკალურ ფორმებზე უარი თქვეს - "ჯორჯიან მანგანეზი" სამუშაო ადგილებზე დაბრუნების შემთხვევაში, გაფიცულებს ხელფასის სრულად ანაზღაურებას ჰპირდება

მაღაროელმა გიორგი კუპატაძემ, რომელსაც თვალები ამოკერილი ჰქონდა, პროტესტის რადიკალურ ფორმაზე უარი თქვა. აქციის მონაწილეთა უმეტესობა თბილისიდან ჭიათურაში უკვე დაბრუნდა. თანამშრომლების ნაწილი არ მალავს, რომ სამუშაო პროცესის აღდგენა სურთ.

კომპანია "ჯორჯიან მანგანეზი" პროტესტის რადიკალური ფორმების შეწყვეტას მიესალმება. მენეჯმენტი მზად არის, რომ მაღაროელთა ყველა მოთხოვნა, მათ შორის, ხელფასების მატება, კონსტრუქციული მოლაპარაკების რეჟიმში განიხილოს.

ჭიათურის მაღაროები ამჟამად ზარალზე მუშაობს, თუმცა კომპანია უკვე რამდენიმე თვეა 60%-ით ანაზღაურებს გაჩერებული საწარმოს თანამშრომელთა ხელფასებს. "ჯორჯიან მანგანეზში" პირობას დებენ, რომ პროტესტის შეწყვეტის და სამუშაო ადგილებზე დაბრუნების შემთხვევაში მაღაროელებს ხელფასი სრულად აუნაზღაურდებათ.

ჭიათურაში "ჯორჯიან მანგანეზის" წარმოებაში 3400 ადამიანი მუშაობს. კომპანია რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია.

დღის ამბები