26 ნოემბერი 2024,   10:56
ვრცლად
ეს შოკი იყო - ასე აფასებს UEFA პორტუგალიასთან საქართველოს ნაკრების გუშინდელ გამარჯვებას

ეს შოკი იყო - ასე აფასებს UEFA საქართველოს ნაკრების გუშინდელ გამარჯვებას. ევროპის ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში საქართველომ ევროპის ვიცე-ჩემპიონი პორტუგალია ანგარიშით 2:0 დაამარცხა და ჯგუფის ფავორიტი გახდა. ქართველებისგან ასეთ თამაშს ევროპირველობის ფავორიტი გუნდის წინააღმდეგ არავინ ელოდა. საქართველოს ნაკრები პორტუგალიისთვის ბოლო 11 შეხვედრაში პირველი მოწინააღმდეგე გახდა, რომელთანაც გოლის გატანა ვერ მოახერხა.

პორტუგალიელთა კარი ჯერ გიორგი გაგუამ, შემდეგ კი საბა საზანოვმა დალაშქრეს, ორივე საგოლე პასი კი მათ გიორგი წიტაიშვილმა მისცა. 21 წლამდელებს კარგ თამაშში დინამო არენაზე შეკრებილი 24 000-ზე მეტი მაყურებელიც ეხმარებოდა.

"ამით არ დავკმაყოფილდებით" - ასეთია ნაკრების კაპიტნის ანზორ მექვაბიშვილის პოზიცია მომდევნო მატჩის წინ, რომელსაც ქართველი ფეხბურთელები 24 ივნისს ბელგიასთან გამართავენ.

დღის ამბები