26 ნოემბერი 2024,   10:33
ვრცლად
ტურისტების თანხების თაღლითურად დაუფლების საქმე - ამ წუთებში 8 ბრალდებულის სასამართლო სხდომა იმართება

ტურისტების თანხების თაღლითურად დაუფლების საქმე - ამ წუთებში 8 ბრალდებულის სასამართლო სხდომა იმართება. მსჯელობენ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე. ბრალი დაკავებულებს დღეს წარუდგინეს. 

პროკურატურამ გაავრცელა შესაბამისი განცხადება, სადაც დანაშაულის დეტალებზეა საუბარი. 

სქემა ასე მუშაობდა: კლუბ "ნაის ქლაბის" ადმინისტრაცია გარიგებული იყო ტაქსის მძღოლებთან, რომლებსაც ბარში ტურისტები მიჰყავდათ და მათ არწმუნებდნენ, რომ გადაიხდიდნენ მხოლოდ შესვლის საფასურს. ანგარიშსწორებისას ტურისტებს ბრალდებულები სთხოვდნენ შეუსაბამოდ დიდი თანხის გადახდას, უარის შემთხვევაში კი, მათზე ფსიქოლოგიურ ძალადობას ახორციელებდნენ.

დაზარალებულია ისრაელის, იორდანიის და რუსეთის 7 მოქალაქე.

მითვისებულია 1 600 ლარი და 2 350 დოლარი - დაკავებულია ბარის ორი მფლობელი, მათი თანამშრომლები და ტაქსის მძღოლები. მათ 7-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

"ბრალდების მხარე რვავე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე სასამართლო ღონისძიებას მიმართავს პატიმრობით. ოთხი მათგანი აღიარებს დანაშაულს, ოთხი არ აღიარებს დანაშაულს.

რაც შეეხება მტკიცებულებებს, საქმეში არის როგორც დაზარალებულის, ასევე მოწმეების მტკიცებულებები, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ჩანაწერები. 8 ადამიანს შორის არის ორი მფლობელი, რომელიც არის ორგანიზებული ჯგუფის წევრი, თუმცა ეს პირები არ აღიარებენ დანაშაულს," - აცხადებს პროკურორი თეა გიორგაძე.

დღის ამბები