26 ნოემბერი 2024,   10:29
ვრცლად
ჩემი რეკომენდაცია მთავრობისადმი არის ის, რომ ყველა მიმართულებით დააჩქარონ სამუშაო - ჩვენ მზად ვართ, როცა საქმე გაკეთებული იქნება - ოლივერ ვარჰეი

საქართველომ 3 რეკომენდაცია სრულად შეასრულა - გენდერული თანასწორობის გაძლიერება და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა, დამოუკიდებელი სახალხო დამცველის არჩევა და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების გათვალისწინება.

ქვეყნის პროგრესი სტოკჰოლმში შეფასდა, მას შემდეგ რაც ოლივერ ვარჰეიმ, სახელმწიფო მინისტრებს ზეპირი ანგარიში წარუდგინა, შეფასების ძირითად პუნქტებზე მედიის წინაშეც ისაუბრა, სწორედ მისგან გახდა ცნობილი თუ რა მიმართულებებზე უნდა გაძლიერდეს მუშაობა, სანამ შეფასება საბოლოო იქნება და ევროპა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს.

"რაც შეეხება საქართველოს: 12 პრიორიტეტის იდენტიფიცირება ივნისში მოხდა, ვხედავთ, რომ 3 მათგანი შესრულდა. საქართველომ ასევე მიაღწია სხვა პროგრესსაც. მსურს ვისაუბრო იმ სფეროზე, რომელსაც მეტი რეფორმა სჭირდება. კერძოდ, პოლიტიკური პოლარიზაციის მიმართულება, ინდივიდუალური ნაბიჯები რაც დავინახეთ პოლიტიკური პოლარიზაციის კუთხით, არის ის, რომ პოლიტიკურმა ძირითადმა წევრებმა დაასრულეს ბოიკოტი და ამ პრიორიტეტს მიმართავენ ახლა, რომ მოხდეს პარლამენტში ეფექტური მონიტორინგი, შესრულდეს ევროკავშირთან ან მისი შუამავლობით ხელმოწერილი დოკუმენტები. სახელმწიფო ინსტიტუციების გაუმჯობესების კუთხით, მიღებულ იქნა სამოქმედო გეგმა - ვენეციის კომისიის და ევროკომისიის რეკომენდაციის მიხედვით მოხდა ცვლილებები, იმისათვის, რომ არ მოხდეს საარჩევნო დარღვევები, რაც ცესკოს მიერ იქნა მიღებული. რაც შეეხება მართლმსაჯულების რეფორმას, განსაკუთრებით იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, მას სჭირდება უფრო მასშტაბური რეფორმები.

საქართველოში შეიქმნა ანტიკორუფციული საბჭო, უნდა იქნას უზრუნველყოფილი მისი დამოუკიდებლობა და ვენეციის კომისიასთან შესაბამისობა. ასევე სამოქმედო გეგმა ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, უნდა მიიღოთ ისე, რომ იყოს ინკლუზიური და მოიცვას ლგბტქ საზოგადოება. რაც შეეხება სამოქალაქო საზოგადოებას, ის უნდა იყოს ჩართული ყველა დონეზე და განახორციელოს რეგულარული და გამჭვირვალე კონსულტაციებში საზოგადოებასთან. რაც შეეხება მედიაპლურალიზმს - საქართველომ ამ მიმართულებით ვერ მიაღწია პროგრესს. საქართველომ უნდა უზრუნველყოს მედიის საკუთრებისა და უსაფრთხოება გარანტიები.

ჩემი აზრით, გაფართოება არა მხოლოდ დაბრუნდა ევროკავშირის დღის წესრიგში, არამედ ტოპ 3 გამოწვევას შორის დადგა, რომელსაც ლიდერები უმკლავდებიან. თუ ვინმეს უნდა ევროკავშირში გაწევრიანება, ახლა ზუსტად ამის მომენტი და ეს შესაძლებლობა უნდა გამოიყენოთ. მე მქონდა სასიამოვნო შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. თქვენ იცით რა არის საჭირო, ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, რომლისგან სარგებლის მიღებაც ყველას შეუძლია. თუმცა, როგორც ვახსენე, კრიტერიუმები უნდა შეასრულოს ყველამ. ჩემი რეკომენდაცია მთავრობის მიმართ იქნება ის, რომ დააჩქაროს სამუშაოები ყველა სფეროში, რომ ოქტომბერში გვქონდეს სრული ანგარიში საქართველოსთვის, მოლდოვასა და უკრაინისთვის. ჩვენ მზად ვართ! როდესაც სამუშაოს შეასრულებთ, ჩვენ აქ ვიქნებით," - აცხადებს ოლივერ ვარჰეი.

დღის ამბები