26 ნოემბერი 2024,   11:41
ვრცლად
ისტორიაში პირველად - იტალიაში ქართული ოპერა "დაისი" იტალიურად დაიდგა

ისტორიაში პირველად - იტალიაში ქართული ოპერა "დაისი" დაიდგა. 21 ივნისს, მუსიკის მსოფლიო დღეს, იტალიაში, სიცილიის ქალაქ კატანიაში, მასიმო ბელინის საოპერო თეატრის სცენაზე, ზაქარია ფალიაშვილის უკვდავი ოპერა "დაისი" იტალიურ ენაზე პირველად შესრულდა, იტალიელი სოლისტების, ორკესტრისა და გუნდის მიერ.

ადგილზე იმყოფებოდა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სცენაზე იდგნენ ქართველ შემსრულებლებთან ერთად იტალიელი მომღერლები.  

"ეს დღე ყველასთვის მისალოცია, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ვინაიდან დღეს, სიცილიის ამ დიდი ტრადიციების მქონე ანტიკურ ქალაქსა და საოპერო თეატრში სწორედ ქართული ხელოვნება ზეიმობდა. ამ ყველაფერთან ერთად მნიშვნელოვანია, რომ სცენაზე იდგნენ და დაისს მღეროდნენ იტალიელი მომღერლები, იტალიური გუნდი, რომელსაც მაესტრო აზმაიფარაშვილი ხელმძღვანელობდა იტალიურ ორკესტრს,"-აცხადებს თეა წულუკიანი.

დღის ამბები