26 ნოემბერი 2024,   11:24
ვრცლად
პროტესტის მე-17 დღე - ჭიათურის პარალელურად მაღაროელების აქცია თბილისშიც გრძელდება

პროტესტის მე-17 დღე. ჭიათურის პარალელურად, მაღაროელების აქცია თბილისშიც გრძელდება.

გაფიცული მაღაროელები პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე საკუთარ მოთხოვნებზე კვლავ ხმამაღლა საუბრობენ - ისინი სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და ხელფასის 20% გაზრდას ითხოვენ.

შეკრებილების ნაწილი შიმშილობს, ნაწილმა კი პროტესტის კიდევ უფრო უკიდურეს ფორმას მიმართა და პირი და თვალები ამოიკერა.

გაფიცული მაღაროელები ამბობენ, რომ პროტესტი იქამდე გაგრძელდება, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

დღის ამბები