საღამოს ტრადიციულ ვიდეომიმართვაში, უკრაინის პრეზიდენტმა ფრონტის ბოლო ამბებზე გაამახვილა ყურადღება. ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ სასტიკი ბრძოლები გრძელდება, თუმცა არის წინსვლაც.
მისი განმარტებით, "უკრაინაზე გლობალური იმედებია ფოკუსირებული, და ისინი ამ იმედებს გაამართლებენ".
"ფრონტის ხაზზე სასტიკი ბრძოლები გრძელდება. სამხრეთით მტერს ვანადგურებთ. დონეცკის ოლქში - მტერს ვანადგურებთ. კუპიანსკის მიმართულებით, რასაც არ უნდა გეგმავდნენ რუსი ტერორისტები, ჩვენ მტერს გავანადგურებთ. სამხრეთში წინსვლა გვაქვს. მადლობა მეომრებო! აღმოსავლეთში კი თავდაცვის ხაზი მყარდება.
უკრაინაში და უკრაინასთან მუშაობა ნიშნავს, რომ უკრაინისა და უკრაინელების გჯეროდეს.მიუხედავად ყველაფრისა რასაც ბოროტი სახელმწიფო ცდილობს ჩვენს წინააღმდეგ, სამყარო ჩვენთანაა", - აცხადებს ზელენსკი.