26 ნოემბერი 2024,   10:54
ვრცლად
სუროგაცია და დონაცია, სამწუხაროდ, წლების განმავლობაში იყო უკონტროლო... ეს უკონტროლო სიტუაცია საბოლოოდ გვიქმნის დემოგრაფიის კუთხით გარკვეულ პრობლემებს - ზურაბ აზარაშვილი

ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი "ღამის კურიერის" ეთერში კიდევ ერთხელ განმარტავს სუროგაციის შესახებ კანონს და ამბობს, რომ წლების განმავლობაში, აღნიშნული საკითხი სრულიად უკონტროლო იყო.

მისივე თქმით, ინიციატივას საფუძვლად უდევს როგორც დემოგრაფიული პრობლემა, ასევე ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. 

"სუროგაცია და დონაცია, სამწუხაროდ, წლების განმავლობაში იყო უკონტროლო. არანაირი კონტროლი არ ხდებოდა როგორც დონორების ნაწილში, ასევე სუროგატების ნაწილსა და განაყოფიერების ნაწილში და სრულიად სახელმწიფოს კონტროლს მიღმა ვითარდებოდა ეს მოვლენები. რადგანაც ხშირ შემთხვევაში, ეს ეხება საქართველოს მოქალაქეებს, როგორც დონორობის ნაწილში, ასევე სუროგაციის ნაწილში, ეს უკონტროლო სიტუაცია საბოლოოდ გვიქმნის დემოგრაფიაში გარკვეულ პრობლემებს. ასევე, ასოცირების ხელშეკრულებით გვაქვს ნაკისრი ვალდებულება და ვფიქრობ, რომ ახლა არის სრულყოფილი ვერსია კანონპროექტის. ეს ცვლილება ვცდილობთ რომ მხოლოდ შეეხოს საქართველოს მოქალაქეებს როგორც დონორობის, ასევე ინვიტრო განაყოფიერების და სუროგაციის ნაწილში. შესაბამისად, ყველანაირი სხვა ჩარევა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, მსგავსი რეპროდუქციული ტიპის, ჩაითვლება უკანონობად," - განაცხადა აზარაშვილმა.

დღის ამბები