26 ნოემბერი 2024,   10:39
ვრცლად
ევროპელი პარტნიორების მხრიდან საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება იქნება ქვეყანაში პოლარიზაციის დასასრული-  გიორგი კახიანი

ევროპელი პარტნიორების მხრიდან საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, ეს იქნება ქვეყანაში პოლარიზაციის დასასრული, - ამის შესახებ  საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი კახიანმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.

მისივე განმარტებით, ახლა "რადიკალური" ოპოზიციის მთავარი მოტივი არის, რომ ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რამაც მათივე ვარაუდით, შესაძლოა ქვეყანაში გამოიწვიოს პოლიტიკური მღელვარება და  უმართავი პროცესები. 

"ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭება იქნება დეპოლარიზაციის მნიშვნელოვანი გარანტი - ქვეყანაში დასრულდება პოლარიზაცია იმიტომ, რომ რადიკალური ოპოზიციის ინტერესში არ შედის კანდიდატის სტატუსის მიღება. ვინაიდან მათი პოლიტიკური მომავალი აწყობილია იმაზე, რომ იქნებ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს და შემდგომ ამას მოჰყვეს უკონტროლო პროცესები, რომლებიც მათი წარმოდგენით, შესაძლებელია დასრულდეს ხელისუფლების ცვლილებით. ეს, რა თქმა, უნდა არის უტოპიური წარმოდგენები, რასაც არანაირი ასრულება არ უწერია, თუმცა ისინი ასე ფიქრობენ და სამწუხაროდ მათ ქმედებებში ეს ჩანს. თუნდაც იმ 11 რეკომენდაციის შესრულებაზე როდესაც ვსაუბრობდი, ამ პროცესში მათ ფაქტობრივად არანაირი მონაწილეობა არ მიუღიათ, არცერთ ეტაპზე,"- აცხადებს გიორგი კახიანი. 

დღის ამბები