26 ნოემბერი 2024,   10:51
ვრცლად
აისახება, თუ არა მაღაროელთა ხელფასებზე 12 საათის ნაცვლად 8 საათიანი მუშაობის რეჟიმი-მარიამ ქუთათელაძე აცხადებს, რომ "ანაზღაურების კუთხით არაფერი არ იცვლება"

"ჯორჯიან მანგანეზის" ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორი აცხადებს, კომპანია დასაქმებულ მაღაროელებს განახლებულ სამუშაო რეჟიმს სთავაზობს.

როგორც მარიამ ქუთათელაძე, აცხადებს საუბარია დღეში 12-საათის ნაცვლად, 8 საათიან სამუშაო  გრაფიკზე.

ქუთათელაძე ხაზგასმით ამბობს იმასაც, რომ სამუშაო საათების შემცირება არ მოხდება დასაქმებულების ანაზღაურების ხარჯზე და მაღაროელები მიიღებენ თავდაპირველი ხელფასის მსგავსად, 100%-ს ხელფასისას. 

"მათ არაფერი არ ეცვლებათ ანაზღაურების კუთხით. შესაბამისად ისინი, როგორც აქამდე, როცა საწარმო მუშაობდა, იღებდნენ თავიანთი ხელფასის 100%, ანალოგიურად, როდესაც ახლა გავაგრძელებთ მუშაობას მიიღებენ 8 საათიანი სამუშაო გრაფიკის პირობებში იმ 100%, რასაც აქამდე იღებდნენ.  ძალიან დიდი თხოვნა არის ყველასთან, რომ რაც შეიძლება მალე გავიდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და აღვადგინოთ ეს საწარმოო პროცესი. ვინაიდან ეს ძალიან მძიმეა, როგორც ჩვენთვის ისე მთლიანი ჭიათურისთვის. ვინაიდან აქ არიან ოჯახები და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა,"-აცხადებს მარიამ ქუთათელაძე. 

დღის ამბები