საქართველო ფეხბურთში ევროპის 21 წლამდელთა ჩემპიონატს მასპინძლობს.
მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენა სტარტს იღებს- ჯგუფური ეტაპის პირველი შეხვედრა საქართველოს და პორტუგალიის ნაკრებებს შორის ოც საათზე "დინამო არენაზე" გაიმართება.
უეფა-ს 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი დღეიდან 8 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. თამაშები თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ჩატარდება. ჩემპიონატის მასპინძელი საქართველოს მსგავსად რუმინეთიცაა.