26 ნოემბერი 2024,   10:58
ვრცლად
რა ეტაპზეა საქართველო 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში -დახურული შეხვედრზე ელჩებს ზეპირი ანგარიში ოლივერ ვარჰეიმ წარუდგინა

რა ეტაპზეა საქართველო 12 რეკომენდაციის შესრულების გზაზე - ევროკომისიამ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს ზეპირი მოხსენება წარუდგინა და საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის პროგრესი შეაფასა.

"კურიერის" ინფორმაციით, დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა დახურული შეხვედრა ბრიუსელში, რომელზეც ელჩებს ზეპირი ანგარიში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ წარუდგინა. ხვალ, ამავე დოკუმენტს ვარჰეი სტოკჰოლმში, უკვე ევროპის საქმეთა მინისტრებს არაფორმალურ შეხვედრაზე გააცნობს.

"რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, ზეპირი მოხსენების თანახმად, საქართველოს 3 რეკომენდაცია სრულად აქვს შესრულებული. ესენია: დამოუკიდებელი სახალხო დამცველის არჩევა, გენდერული თანასწორობის გაძლიერება და ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების გათვალისწინება. ქვეყანას შვიდ რეკომენდაციაზე "ნაწილობრივი პროგრესი" აქვს, ერთზე საერთოდ არ აქვს პროგრესი - ეს არის მედიის პლურალიზმის დათქმა. კიდევ ერთ რეკომენდაციაზე კი "ლიმიტირებული პროგრესი" აქვს- ეს ეხება დეოლიგარქიზაციას.

რაც შეეხება უკრაინას - ევროკომისიის შეფასებითვე, უკრაინამ 7 რეკომენდაციიდან სრულად 2 შეასრულა, მოლდოვამ კი ცხრიდან სამი - ამ ინფრომაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.

დღის ამბები