26 ნოემბერი 2024,   12:52
ვრცლად
გვარამიას საკითხი არ არის მთავრობის საკითხი, ეს არის გადაცემული სასამართლოში - ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ნიკა გვარამიას საკითხი მთავრობას არ ეხება და მისი საკითხი განყოფილებაშია გადაცემული. მიის თქმით, ის გამოძიების საკითხია.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ნებისმიერ საკითხზე ორ ადამიანს შორის შემდგარი ნებისმიერი საუბარი, გარეთ არ გამოდის, თუ ეს არ არის გავრცელებული პრესრელიზში ან განცხადებაში.

"მე არაერთი საუბარი მქონია ჩვენს ევროპელ ლიდერებთან და ბევრ ადამიანთან. თქვენ კითხვას რომ მისვამთ, იყო თუ არა საუბარი, მე მგონი არაეთიკურია. ორ ადამიანს შორის შემდგარი ნებისმიერი საუბარი, ნებისმიერ საკითხზე, გარეთ არ გამოდის, თუ ეს არ არის გავრცელებული პრესრელიზში ან განცხადებაში. აქედან გამომდინარე, მე შემდეგი პასუხი მაქვს ბატონ გვარამიასთან დაკავშირებით. ბატონი გვარამიას საკითხი არ არის მთავრობის საკითხი. მისი საკითხი არის გადაცემული სასამართლოში, გამოძიების საკითხი იყო",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები