26 ნოემბერი 2024,   11:45
ვრცლად
ჩვენი პოზიციაა, რომ "ქართული ოცნება" არ აპირებს მიუბრუნდეს უცხოელი აგენტების კანონს, ეს საკითხი დახურულია - ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "ქართული ოცნება" ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონს განხილვაში არ დააბრუნებს. მისი თქმით, საკითხი დახურულია.

"ეს კითხვა, სხვათა შორის მუსირებდა ჩვენს ევროპელ და ამერიკელ მეგობრებში. მე მათ მკაფიოდ დავუდასტურე ჩვენი გუნდის სახელით, ჩვენი პოზიცია, რომ ქართული ოცნება არ აპირებს მიუბრუნდეს უცხოელი აგენტების კანონს. ეს საკითხი არის დახურული და ჩვენ აღარ მივუბრუნდებით ამ საკითხს," - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.   

ავტორი: ანა ბუავა

დღის ამბები