26 ნოემბერი 2024,   11:34
ვრცლად
ჩვენი მეომრები სამხრეთსა და აღმოსავლეთში მტერს ძალიან აქტიურად ანადგურებენ და უკრაინას ფიზიკურად წმენდენ - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ყოველი რუსული ტერაქტი იმის არგუმენტია, რომ ოკუპანტებს უკრაინის მიწაზე დარჩენის შანსი არ აქვთ და არც ექნებათ.

ზელენსკის თქმით, უკრაინელი მეომრები სამხრეთსა და აღმოსავლეთში მტერს ძალიან აქტიურად ანადგურებენ და უკრაინას ფიზიკურად წმენდენ.

"უკრაინელი მებრძოლები აუცილებლად გასცემენ ტერორისტებს პასუხს ამ ბოროტებისთვის… ყოველი ასეთი რუსული დარტყმა, ყოველი რუსული ტერაქტი არის არგუმენტი იმისა, რომ ოკუპანტებს უკრაინის მიწაზე დარჩენის შანსი არ აქვთ და არც ექნებათ. მკვლელებისა და ტერორისტების ადგილი აქ არ არის და არც არასდროს იქნება. ახლა ჩვენი მეომრები სამხრეთსა და აღმოსავლეთში მტერს ძალიან აქტიურად ანადგურებენ, უკრაინას ფიზიკურად წმენდენ. ეს მომავალშიც გაგრძელდება.ტერორისგან თავდაცვა ტერორისტების განადგურებას ნიშნავს. და ეს იმის გარანტიაა, რომ ბოროტ სახელმწიფოს აღარასოდეს ექნება უკრაინზე ბოროტების მოტანის შესაძლებლობა", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დღის ამბები