იერიში მოსკოვის ოლქზე - ცოტა ხნის წინ, რუსულენოვანი ტელეგრამ-არხებით გავრცელდა ცნობები მოსკოვის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შესახებ.
აფეთქებების ადგილებად მითითებულია ლუკინო და ნარო-ფომინსკის რაიონი, სადაც რუსეთის ერთ-ერთი სამხედრო ნაწილია დისლოცირებული. ამავე დროს, კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო "ტასი" სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსულმა მხარემ 3 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო. ამავე თემაზე "ტელეგრამში" დაწერა მოსკოვის ოლქის გუბერნატორმა.
ანდრეი ვორობიოვისა და "ტასის" წყაროს მტკიცებით, დრონების აფეთქებას არცერთი ობიექტი არ დაუზიანებია და არავინ დაშავებულა.