26 ნოემბერი 2024,   11:29
ვრცლად
ევროკავშირი უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ფინანსურ დახმარებას გამოყოფს, რომელიც მომდევნო 4 წელზეა გათვლილი

ვითარება უკრაინაში - საჰაერო განგაში იყო ღამით უკრაინის რამოდენიმე ოლქში, მათ შორის კიევში. ხელისუფლება მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებდა, რადგან არსებობდა დრონებითა და რაკეტებით თავდასხმის საფრთხე. 

21-მდე გაიზარდა დაღუპულთა რაოდენობა კახოვკის კაშხლის კატასტროფის შედეგად. აქედან 5 ადამიანი ევაკუაციის დროს, რუსების თავდასხმას შეეწირა.

ევროკავშირი უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ფინანსურ დახმარებას აანონსებს, რომელიც მომდევნო 4 წელზეა გათვლილი - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა.

ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, დახმარება სესხებისა და გრანტების სახით გაიცემა.
კიევისთვის "ძლიერი" დახმარების ახალ პაკეტს გამოაცხადებს ვაშინგტონიც - ამის შესახებ განცხადება ლონდონში ამერიკის სახელმწიფო მდივანმა გააკეთა, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.

პარალელურად, ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა კიდევ ერთმა ქვეყანამ - სლოვაკეთმა.

დღის ამბები