სპეცოპერაცია თბილისში - დაკავებულია რვა პირი. სპეციალური საპოლიციო ღონისძიება დედაქალაქის ცენტრში, ერთდროულად რამდენიმე ადგილას გვიან ღამით ჩატარდა.
ერთ-ერთი მათგანი კოსტავას ქუჩაზე მდებარე კლუბი იყო, სადაც სამი პირი აიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სპეცოპერაცია თაღლითურ სქემას უკავშირდება. მეტის გარკვევა შეძლო "რუსთავი 2-მა".
არსებული ინფორმაციით, საუბარია ტურისტებისთვის თანხის გამოძალვის სქემაზე, რომლის დახმარებითაც, კაფე-ბარებში შესულ კლიენტებს დიდი ოდენობის თანხებს მოტყუებით ართმევდნენ.
ოფიციალურ განცხადებას და დეტალურ ინფრომაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს გაავრცელებს.