26 ნოემბერი 2024,   10:23
ვრცლად
დაახლოებით ერთ საათში, საქართველოს ეროვნული ნაკრები შოტლანდიას დაუპირისპირდება

დაახლოებით ერთ საათში, საქართველოს ეროვნული ნაკრები შოტლანდიის გუნდს დაუპირისპირდება. საქართველოს გამარჯვების შემთხვევაში, ევროპის ჩემპიონატზე გასვლის რეალური შანსი გაუჩნდება.

შოტლანდიელები ამ დროისთვის ჯგუფის ლიდერები არიან. ევროპის პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე სკოტებმა ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხეს კვიპროსი, ესპანეთი და ნორვეგია, თუმცა საქართველოს ნაკრებს შოტლანდია უკვე ორჯერ ჰყავს დამარცხებული. ჯგუფში ლიდერობის მიუხედავად შოტლანდიის ნაკრებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

შოტლანდიური მედია წერს, რომ საქართველო ჯგუფის ამოუცნობი გუნდია და ქართველების ნაკრებს მასპინძლის შოკში ჩაგდება შეუძლია, რადგან ისეთი ფეხბურთელები ჰყავს როგორებიც ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მიქაუტაძე არიან.

ცალკე სტატია მიუძღვნეს იტალიის ქართველ ჩემპიონსაც: "მოთამაშეები, როგორიც კვარაა, 50 წელიწადში ერთხელ ჩამოდიან" - წერს ადგილობრივი ჟურნალისტი.

დღის ამბები