26 ნოემბერი 2024,   10:33
ვრცლად
მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას, როგორც ჩვენმა საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, ბრიტანეთი საქართველოს მტკიცე მეგობარია და ასეც გაგრძელდება - მარკ კლეიტონი

ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას. როგორც მარტში ჩვენმა საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, გაერთიანებული სამეფო საქართველოს მტკიცე მეგობარია და ასეც გაგრძელდება, – ამის შესახებ საქართველოში ბრიტანეთის ელჩმა, მარკ კლეიტონმა მეფე ჩარლზ III-ის ოფიციალური დაბადების დღის აღსანიშნავად გამართულ წვეულებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ელჩმა აღნიშნა, გასული წელი მნიშვნელოვანი იყო ბრიტანეთისთვის დედოფლის გარდაცვალების და შემდგ კი მეფე ჩარლზ III-ის კორონაციის გამო.

"გასული წელი მნიშვნელოვანი იყო საქართველო დიდი ბრიტანეთის ურთიერთობისთვისაც. წლის დასაწყისშივე ლონდონში ვუმასპინძლეთ საგარეო საქმეთა მინისტრ დარჩიაშვილს, სადაც განვიხილეთ სტრატეგიული ურთიერთობები ვორდროპის ფორმატში, მოგვიანებით კი მდივანი კლევერლი თავად ეწვია საქართველოს. ეს ვიზიტები იყო ნამდვილად მნიშვნელოვანი, შედგა ღრმა დიალოგები ბატონ პრემიერ მინისტრთან და სხვა მინისტრებთან დღის მნიშვნელოვან საკითხებზე. მაგრამ ეს ჩვენს ურთიერთობაში მხოლოდ აისბერგის წვერია. დაწყებული თავდაცვის მიმართულებით კიბერ უსაფრთხოებამდე რომელსაც ხვალაც განვიხილავთ. მე ველოდები რომ ბრიტანული სამხედროების დიდი კონტიგენტი ჩამოვა საქართველოში და მონაწილეობას მიიღებს წვრთნებში. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას პარლამენტთან, მთავრობასთან, სამოქალაქო ორგანიზაციებთან, არასამთავრობო და ელჯიბითიქიუ საზოგადოებასთან. გავაგრძელებთ თანამშრომლობას მედიასთან რომ გავუმკლავდეთ დეზინფორმაციას და საქართველოს დემოკრატიაში ჩარევას. დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებებს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისთვის. როგორც მდივანმა კლევერლიმ მარტში განაცხადა გაერთიანებული სამეფო საქართველოს მტკიცე მეგობარია და ჩვენ ასეც გავაგრძელებთ. მადლობა მათ ვინც მუშაობს იმისთვის რომ გააუმჯობესონ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა," - განაცხადა საქართველოში ბრიტანეთის ელჩმა.

 

 

დღის ამბები