26 ნოემბერი 2024,   10:50
ვრცლად
სიახლე იყო ჩვენს საზოგადოებაში ის, რომ აშშ ვინმემ გააკრიტიკა, თითქოს, ხელშეუხებლები იყვნენ - ჩვენ ვამბობთ, რომ აშშ თუ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, მიუღებელია მისი ორმაგი სტანდარტი - მიხეილ ყაველაშვილი

"სიახლე იყო ჩვენს საზოგადოებაში ის, რომ აშშ ვინმემ გააკრიტიკა. თითქოს, ხელშეუხებლები იყვნენ. ჩვენ კი, პირიქით, ვამბობთ, რომ აშშ თუ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, მიუღებელია ის ორმაგი სტანდარტი, სადაც ერთი ხელით პარტნიორობას ჩვენს ხელისუფლებას, საზოგადოებას, ქვეყანას უწევს და მეორე ხელით იმ რადიკალურ ძალებს ახალისებს, რომლებიც მუდმივად არეულობის ინსპირირებით არიან დაკავებულები," - ამის შესახებ "ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ ყაველაშვილმა „ქრონიკაში“ სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ ერთი წლის წინ შეიქმნა მოძრაობა „ხალხის ძალა“, რათა ხალხამდე მიეტანა ის სიმართლე, რომელსაც პოლიტიკური კულუარებიდან საზოგადოება ხშირად ვერ იგებდა. ამის მთავარი მოტივი კი საქართველოს უსაფრთხოება და ეროვნული ინტერესები იყო.

"ჩვენს წერილში იმ კონკრეტულ საკითხზე იყო აქცენტი, რომ აშშ-ის საელჩომ ავტოტრანსპორტი გააგზავნა „ფრანკლინის კლუბის“ წევრების წამოსაყვანად. ეს გაუგებარი რამ არის ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში და სწორედ ამაზე ვსაუბრობთ მუდმივად.

მთავარი საკითხი, რასაც მინდა ხაზი გავუსვა, არის ის, რომ სწორედ ერთი წლის წინ შეიქმნა ჩვენი მოძრაობა, რათა ხალხამდე მიგვეტანა სიმართლე, რომელსაც პოლიტიკური კულუარებიდან საზოგადოება ხშირად ვერ იგებდა. იმდენად დაძაბული პროცესები იყო, თავი ვალდებულებად ჩავთვალეთ, „ქართულ ოცნებას“ გავმიჯვნოდით და ეს სიმართლე საზოგადოებამდე მიგვეტანა. ამის მთავარი მოტივი კი საქართველოს უსაფრთხოება და ეროვნული ინტერესები იყო.

ჩვენ ფაქტებით გაჯერებულ თემებსა და მოწოდებებს ვაჟღერებთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის საელჩოსა და კონკრეტული ელჩის მიმართ. მათი ორმაგი სტანდარტი და ვასალური დამოკიდებულება ქართული საზოგადოების მიმართ ის საკითხები იყო, რომელთან დაკავშირებითაც საზოგადოებას სიმართლეს მუდმივად ვაწვდით. თუმცა, ქალბატონი ელჩისგან პასუხი ვერ მივიღეთ. ისიც გაიხსენეთ, ჩვენი პირველი წერილის შემდეგ როგორი პასუხი გამცა მე, მიხეილ ყაველაშვილს, პარლამენტის წევრს.

სიახლე იყო ჩვენს საზოგადოებაში ის, რომ აშშ-ის სახელმწიფო ვინმემ გააკრიტიკა. თითქოს, ხელშეუხებლები იყვნენ. ჩვენ კი, პირიქით, ვამბობთ, რომ აშშ თუ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, მიუღებელია ის ორმაგი სტანდარტი, სადაც ერთი ხელით პარტნიორობას  ჩვენს ხელისუფლებას, საზოგადოებას, ქვეყანას უწევს და მეორე ხელით  იმ რადიკალურ ძალებს ახალისებს, რომლებიც მუდმივად არეულობის ინსპირირებით არიან დაკავებულები, ეს იქნება ახალგაზრდული ჯგუფები, რადიკალური ოპოზიცია თუ სხვა და არცთუ ისე სახარბიელო მდგომარეობაში აგდებენ საზოგადოებას. სწორედ ეს ვამხილეთ და მოვუწოდეთ მათ, რომ არ არის სწორი ეს ორმაგი სტანდარტი, ერთმანეთის პარტნიორები ვართ, პატივს უნდა ვცემდეთ ერთმანეთს და ასეთი დამოკიდებულება მიუღებელია," - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

დღის ამბები