26 ნოემბერი 2024,   10:53
ვრცლად
"ხალხის ძალის" დაფუძნებიდან ერთი წელი სრულდება და რა განცხადებები, ფაქტები და ინფორმაციაც მივაწოდეთ საზოგადოებას, ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ვამბობდით - მაჭარაშვილი

"როდესაც საუბარი დავიწყეთ აშშ-სთან პარტნიორობასა და არავასალურ დამოკიდებულებაზე, სულ რამდენიმე თვეში ამ ენაზე საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი ალაპარაკდა; კიდევ რამდენიმე თვეში თავად NATO-ს წევრმა თურქეთმა თქვა, რომ ამერიკასთან მხოლოდ პარტნიორული ურთიერთობა სურს და ის არ უნდა ჩაერიოს თურქეთის საქმეებში; ისრაელმა თქვა რამდენიმე თვის წინ, რომ აშშ-ს არ აქვს უფლება ჩაერიოს მათი ქვეყნის მართლმსაჯულების საკითხებში და ა.შ. ეს არის ის ფაქტები, რაზეც ჩვენ მანამდე ვსაუბრობდით“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა „მოამბის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, „ხალხის ძალის“ ნომერი პირველი ამოცანა ქვეყნის უსაფრთხოება და საზოგადოების ინფორმირებულობაა, რასაც მოაქვს პრაგმატული პოლიტიკა და შესაბამისად - კანდიდატის სტატუსი.

"პირველ რიგში შეგახსენებთ, რომ „ხალხის ძალის“ დაფუძნებიდან ერთი წელი სრულდება და რა განცხადებებიც და ფაქტებიც გავავრცელეთ და რა ინფორმაციაც მივაწოდეთ საზოგადოებას, ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ვამბობდით.

მაგალითისთვის, როდესაც საუბარი დავიწყეთ აშშ-სთან პარტნიორობასა და არავასალურ დამოკიდებულებაზე, სულ რამდენიმე თვეში ამ ენაზე საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი ალაპარაკდა. მან თქვა, რომ საფრანგეთს პარტნიორობა სურს ამერიკასთან და არა - ვასალური დამოკიდებულება; კიდევ რამდენიმე თვეში თავად NATO-ს წევრმა თურქეთმა თქვა, რომ ამერიკასთან პრობლემები აქვს, მხოლოდ პარტნიორული ურთიერთობა სურს და აშშ არ უნდა ჩაერიოს თურქეთის საქმეებში; ისრაელმა თქვა რამდენიმე თვის წინ, რომ აშშ-ს არ აქვს უფლება ჩაერიოს მათი ქვეყნის მართლმსაჯულების საკითხებში და ა.შ. ეს არის ის ფაქტები, რაზეც ჩვენ მანამდე ვსაუბრობდით.

ამავდროულად, ვსაუბრობდით იმაზე, რომ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით კულუარებში გარკვეული საუბრები და საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა მიმდინარეობდა, რის გამოც მოგვიწია სწორედ „ქართული ოცნების“ დატოვება და ამ მისიის აღება საკუთარ თავზე, რომ საზოგადოებისთვის სიმართლე „ხალხის ძალის“ მეშვეობით მიგვეწოდებინა, რაც, ზუსტად ასეც განვითარდა - უკრაინაში, აშშ-სა და ქართულ რადიკალურ ოპოზიციაში მაღალი თუ ყოფილი თანამდებობის პირებმა პირდაპირ მოგვიწოდეს, რომ „აფხაზეთში გაგვესეირნა“, „დრო გვეხელთა“ იმით, რომ თურმე „რუსეთი უკვე დასუსტებული იყო და ვერაფერს გვიზამდა“, მეორე ფრონტის ჩვენთან გახსნით კი უკრაინას მივხმარებოდით.

„ხალხის ძალის“ ნომერი პირველი ამოცანა ქვეყნის უსაფრთხოება და საზოგადოების ინფორმირებულობაა, რასაც მოაქვს პრაგმატული პოლიტიკა და შესაბამისად - კანდიდატის სტატუსი. შარშან რომ კანდიდატის სტატუსი არ მოგვანიჭეს, იყო შეცდომა და ამაზე თავად ევროკომისიას მოუწია ოფიციალური დოკუმენტის გამოქვეყნება. წარმოიდგინეთ, შარშან, ივნისში, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ნეგატიური გადაწყვეტილება იყო და წელს, თებერვალში ევროკომისიამ გამოაქვეყნა დასკვნა, სადაც საქართველო ასოცირებულ ტრიოში ყველა მიმართულებით ლიდერობს. უფრო ზუსტად: უკრაინა-მოლდოვა-საქართველოს შემთხვევაში შარშან უკრაინა-მოლდოვას მისცეს კანდიდატის სტატუსი, ხოლო ევროკომისიის მიერ თებერვალში გამოქვეყნებული დასკვნით საქართველო ამ ორ ქვეყანაზე წინ დგას. ასეთი უსამართლო გადაწყვეტილება იყო," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დღის ამბები