26 ნოემბერი 2024,   10:45
ვრცლად
დაკავებულია მამაკაცი, რომელიც ბავშვებს ნაგვის ურნებიდან სხვადასხვა ნივთების, მათ შორის ფერადი ლითონების შეგროვებას და მათ რეალიზაციას აიძულებდა

დაკავებულია მამაკაცი, რომელიც ბავშვებს ნაგვის ურნებიდან სხვადასხვა ნივთების, მათ შორის ფერადი ლითონების შეგროვებას და მათ რეალიზაციას აიძულებდა.

მალხაზ ბარსეგიანი თანხას თავად ითვისებდა და გერებს კი ისევ მძიმე სამუშაოზე უშვებდა. 

დადგინდა, რომ ადამიანებით ვაჭრობა ვაზისუბანში 2 წელი გრძელდებოდა - 38 წლის მამაკაცი ბავშვების მიერ, ნაგავსაყრელებიდან ამოღებული ყუთების და ჯართის გაყიდვით მიღებულ თანხებს ისაკუთრებდა.

ის, რომ ბავშვები ყოველ დილით, სკოლის ნაცვლად ნაგავსაყრელებზე ნივთების შესაგროვებლად დადიოდნენ, მეზობლებმაც იციან, თუმცა მამინაცვალის მხრიდან ძალადობის ამბავი, მისი დაკავების შემდეგ გაიგეს.მოზარდების ყუთებს ამ ტერიტორიაზე აგროვებდნენ და ჩასაბარებლად ავტობუსით გადაჰქონდათ.

ტრეფიკინგის მსხვერპლ ბავშვებს ადგილზე მომუშავეები კარგად იცნობენ. იხსენებენ, რომ არასრულწლოვანები აქ ყოველ დილით, მათ შორის ცივ ამინდში გამთენიისას მოდიოდნენ. კურიერის ინფორმაციით, მამინაცვალი ბავშვებს პირადად აკონტროლებდა და თუ მათი მუშაობით უკმაყოფილო დარჩებოდა ფიზიკურად ქუჩაში, ან სახლში უსწორდებოდა.

დანაშაულის ფაქტები სავარაუდოდ კამერებმა გადაიღეს. ჩანაწერებს გამოძიება სწავლობს. ტრეფიკინგის მსხვერპლი მოზარდების დედა კამერებთან არ ჩნდება.

კურიერის ინფორმაციით, არასრულწლოვნები სახელმწიფო ზრუნვაში გადაიყვანეს. ტრეფიკინგში ბრალდებულ მამინაცვალს კი, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა უკვე შეუფარდა.

ტრეფიკინგი მძიმე დანაშაულისკატეგორიას მიეკუთვნება, მძიმეა სასჯელიც. ამ ბრალდებით დაკავებულ მალხაზ ბარსეგიანს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 14-17 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები