ბრუნო მარსის კონცერტზე დასასწრები 37 000 ბილეთი უკვე გაყიდულია. ბილეთები დილიდან ხელმისაწვდომია ვებგვერდზე TKT.ge, BSA.ge, ასევე Super App-ის აპლიკაციაში. მათი ფასი 125-დან 1 450 ლარამდე მერყეობს, რამდენიმე ტიპის ფასდაკლება მოქმედებს.
საქართველო ბრუნო მარსს 1-ელ ოქტომბერს უმასპინძლებს. მსოფლიო ვარსკვლავი, კამპანია "Starring Georgia-ს" ფარგლებში, მსმენელის წინაშე "დინამო არენაზე" წარდგება.
"Starring Georgia" პრემიერ-მინისტრის, ინიცირებული კამპანიაა, რომელიც "Black Sea Arena-ს" გუნდთან ერთად ხორციელდება.