26 ნოემბერი 2024,   10:47
ვრცლად
თბილისში, ელიზბარ მინდელის ქუჩაზე საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი ადმინისტრაციული ოფისი გაიხსნა

გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრი თბილისში 3 ლოკაციის ნაცვლად ერთ სივრცეში გაერთიანდა. სათავო ოფისში განთავსებულია მთავარი სადისპეჩერო, რომელიც დღეში 340-მდე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას ემსახურება. ოპერატორები, რომლებიც 24 საათის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ ამბობენ რომ მათი საქმიანობა ბევრად გამარტივდა. ადგილზე გაერთიანებულია რეგიონული და თბილისის საოპერატორო.

112-ში შესული მისამართი მთელი ქვეყნის მასშტაბით პარალელურ რეჟიმში ახლადგახსნილ ცენტრს გადმოეცემა, სასწრააფო დახმარებაც სწორედ ამის შემდეგ იგზავნება. ამ ეტაპზე ადგილზე 300-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული.

ადგილზე მოწყობილია მოსასვენებელი სივრცეებიც. ახლადგახსნილი სათავო ოფისი ზურაბ აზარაშვილმა დაათვალიერა. მინისტრის განმარტებით განახლებული ინფრასტრუქტურა სამუშაო პირობებს კიდევ უფრო გააუმჯობესებს. მისივე თქმით ამ მიმართულებით მუშაობა უწყების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

დედაქალაქის გარდა განახლებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის გახსნა სამომავლოდ ქუთაისში, მცხეთაში, კახეთსა და აჭარის რეგიონშიც იგეგმება.

დღის ამბები