ჭიათურის მაღაროში დასაქმებულებმა, პარლამენტის შენობიდან "ჯორჯიან მანგანეზის" ოფისამდე მსვლელობა გამართეს. მსვლელობის შემდეგ, პარლამენტის შენობის წინ აქცია კვლავ განახლდა.
მონაწილეებმა მოუწოდეს პოლიტიკოსებს, აქციაზე მოსვლისგან თავი შეიკავონ. გაფიცულთა მთავარი მოთხოვნა კი სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა.
დამსაქმებელი მზადაა ჭიათურაში დროებით გაჩერებული წარმოება განაახლოს და თანამშრომლებს ხელფასის ასი პროცენტი გადაუხადოს. "ჯორჯიან მანგანეზის" შეთავაზებულ პირობებშია, დასაქმებულების ხელფასების ეტაპობრივი გაზრდა და 2023 წლის თებერვლამდე ძველ სამუშაო პირობებზე დაბრუნება.