26 ნოემბერი 2024,   10:58
ვრცლად
საქართველოში პირველი საერთაშორისო საჯარო პროექტი "დებატები უკეთესი განათლებისათვის" გაიმართა

საქართველოში პირველი საერთაშორისო საჯარო პროექტი "დებატები უკეთესი განათლებისათვის" გაიმართა. პროექტს "საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის" პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლები ლატვიიდან ეწვივნენ და შემაჯამებელ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს.

პროექტი მიზნად ისხავს მოსწავლეებში თავისუფალი და დამოუკიდებელი მოქალაქის უნარების განვითარებას. ამასთან, მიმდინარე სასწავლო წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, საქართველოს 20 სხვადასხვა სკოლაში დებატები არჩევით საგნად დაინერგა. 

დღის ამბები