26 ნოემბერი 2024,   10:25
ვრცლად
ევროკომისია უკრაინას, გრანტების სახით, 50 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური დახმარების გამოყოფას სთავაზობს

ევროკომისია უკრაინას, გრანტების სახით, 50 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური დახმარების გამოყოფას სთავაზობს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა.

ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ფინანსური დახმარება მომდევნო ოთხ წელზეა გათვლილი და ის მოიცავს ხელფასების, პენსიების და ზოგიერთი საჯარო სერვისის გადასახდელ და ძირითადი ინფრასტრუქტურის აღდგენასთან დაკავშირებულ ხარჯებს.

„ეს ფინანსური რეზერვი საშუალებას მოგვცემს, დავარეგულიროთ ჩვენი ფინანსური მხარდაჭერა ადგილზე განვითარებული მოვლენების შესაბამისად“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

დღის ამბები