მზადება გამოცდებისთვის- საორგანიზაციო ჯგუფმა სხდომა გამართა და იმ სამოქმედო გეგმასა და ამოცანებზე იმსჯელა, რომლებიც გამოცდების ლოგისტიკურ ნაწილში ჩართულმა თითოეულმა უწყებამ უნდა შეასრულოს.
მიმდინარე კვირიდან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 24 საგამოცდო ცენტრის შესაბამისი ინვენტარით აღჭურვას იწყებს.