ესტონეთის პარლამენტმა ერთნაირსქესიანთა ქორწინებას მხარი დაუჭირა - კანონმდებლობას 101 დეპუტატიდან 55-მა დაუჭირა მხარი. მომხრეთა შორის, ძირითადად, მმართველ კოალიციაში შემავალი ლიბერალურ და სოციალ-დემოკრატიული პარტიის დეპუტატები არიან.
ესტონეთის პრემიერ-მინისტრი მარია კალასი "როიტერსთან" ამბობს, რომ საბჭოთა ოკუპაციისგან გათავისუფლების შემდეგ, ქვეყანა და საზოგადოება ბევრად განვითარდა.
"ჩვენ თანაბარნი ვართ ერთიანი ღირებულებების მქონე ქვეყნებს შორის," – თქვა კალასმა.
ახალი კანონი ძალაში 2024 წლიდან შევა.