25 ოქრო და ჯამში, 55 მედალი - საქართველოს შედეგი მკლავჭიდში ევროპის ჩემპიონატზე
20-06-2023 10:17
25 ოქრო და ჯამში 55 მედალი - ასეთია საქართველოს შედეგი მკლავჭიდში ევროპის ჩემპიონატზე.
საქართველოს მკლავჭიდელთა ეროვნული ნაკრები კიშინიოვიდან სამშობლოში გამთენიისას დაბრუნდა. სპორტსმენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივრები დახვდნენ.