ატლანტიკის ოკეანეში წყალქვეშა ნავი გაუჩინარდა, რომელსაც "ტიტანიკის" ჩაძირვის ადგილას ტურისტები გადაჰყავდა. ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის ინფორმაციით, ბორტზე კაპიტანი და 4 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის, ბრიტანელი მილიარდერი ჰემიშ ჰარდინგი.
კომპანიამ, რომელსაც წყალქვეშა ნავი ეკუთვნის განაცხადა, რომ ბორტზე მყოფი 5 ადამიანის გადასარჩენად, ყველა ვარიანტს განიხილავენ. პარალელურად, სამაშველო ოპერაციებს ახორციელებენ შეერთებული შტატებისა და კანადის საზღვაო ფლოტები.