საქართველოს არაფორმალური განათლების ინსტიტუტის ინიციატივით, "საქართველოს ახალგაზრდა პარლამენტართა სამიტი -2023" გაიმართა.
პროექტი უპრეცედენტო მასშტაბის სიმულაციურ ფორუმს წარმოადგენს, რომელიც ემსახურება საპარლამენტო საქმიანობის და სახელმწიფო პოლიტიკის შესწავლას.
პროექტის მიზანია ახალგაზრდებისთვის კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების ჩამოყალიბება. სამიტის ფარგლებში, მონაწილეებმა განიხილეს ქვეყნისთვის აქტუალური საკითხები, გაეცნენ პარლამენტის მუშაობის პრინციპს და სპეციფიკას.