ოზურგეთში, სოფელ შრომაში ვაკე- ზედუბანი- ორმეთის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები და საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. ვაკის უბნის ახალი სააღმზრდელო დაწესებულება 50 ბავშვზე იქნება გათვლილი.
სამუშაოები "საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის" ფარგლებში მიმდინარეობს და მისი ჯამური ღირებულება სამ მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.