თბილისში, ყაზბეგის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა - ერთმანეთს ორი ავტობუსი შეეჯახა.
"პრაიმტაიმის" ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.