26 ნოემბერი 2024,   10:53
ვრცლად
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პარლამენტი, გორი, ბორჯომი - ვინ დგას პოლიტიკურ ნიადაგზე მომხდარი ინციდენტების უკან

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პარლამენტი, გორი, ბორჯომი - პოლიტიკურ ნიადაგზე მომხდარი ინციდენტების უკან, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, დავით კეზერაშვილის ცოლის ძმას და "ნაციონალურ მოძრაობას" ხედავს. ირაკლი კობახიძემ დღეს თქვა, რომ ოპოზიცია ცდილობს უნივერსიტეტებშიც კი პოლიტიკური დღის წესრიგი შეიტანოს, რაც კატეგორიულად მიუღებელია.

პროვოკაციების ორგანიზებაში ბრალდებულმა დიმიტრი ჩიქოვანმა, დღეს მმართველი პარტიის ლიდერისგან მტკიცებულებების წარმოდგენა მოითხოვა. მისმა თანაპარტიელებმა კი, "ქართულ ოცნებას" ბორჯომსა და გორში მომხდარი ძალადობრივი ფაქტების წახალისებაში დასდეს ბრალი. "ნაცმოძრაობაში" ამბობენ, რომ ხელისუფლების რიტორიკა მსგავსი შემთხვევების განმეორების ალბათობას ზრდის.

ძალადობას გმობენ, თუმცა ფაქტების შეფასების დროს, განსხვავებული მოსაზრებები აქვთ სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს. ნაწილი, დაპირისპირებების უკან მხოლოდ ხელისუფლების ინტერესს ხედავს. მეორე ნაწილი კი, პოლარიზაციის ხარისხის გაზრდას, ორი მსხვილი პარტიის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილად მიიჩნევს, რაც, მათი თქმით, ზოგად პოლიტიკურ სიტუაციას ხელოვნურად ამძიმებს.

ოპონენტების განცხადებებში, ორმაგი სტანდარტით მიდგომას ხედავენ "ქართულ ოცნებაში". პოლიტიკოსების აზრით, მაშინ, როდესაც მოქალაქეების ნაწილი პოლიციის მანქანებს წვავს, ოპოზიცია მათ გმირებად აცხადებს, სხვა სახის ძალადობაზე კი, სწრაფ რეაგირებას ითხოვს. "ოცნებაში" ნებისმიერი ძალადობრივი ფაქტის სამართლიან შეფასებას უჭერენ მხარს და ამბობენ, რომ ევროკომისიის ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციის შესრულება, სხვაგვარად გართულდება.

გასული კვირის განმავლობაში, პოლიტიკურ ნიადაგზე, ქვეყნის მასშტაბით, რამდენიმე ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ძალადობის ყველა ფაქტთან დაკავშირებით, შსს-ს გამოძიება უკვე დაწყებული აქვს.

დღის ამბები