26 ნოემბერი 2024,   10:54
ვრცლად
მაღაროელების პროტესტი და კომპანიის პასუხი - რა შეთავაზება აქვს "ჯორჯიან მანგანეზს" მაღაროელებისთვის

ჭიათურაში დაწყებული პროტესტი თბილისში გრძელდება, შეთანხმება ვერ შედგა. კომპანიის ხელმძღვანელობა თანამშრომლებს დამოუკიდებელი აუდიტის ჩატარებასაც სთავაზობს და მზად არის პარალელურად მაღაროელებთან ერთობლივი სამუშაო კომისია შექმნას, რომელიც მათ მოთხოვნებს და შრომის პირობებს შეისწავლის. "ჯორჯიან მანგანეზის" შეთავაზებულ პირობებშია, დასაქმებულების ხელფასების ეტაპობრივი გაზრდა და 2023 წლის თებერვლამდე, ძველ სამუშაო პირობებზე დაბრუნება.

ამ წინადადებების მიუხედავად გაფიცული თანამშრომლები პროტესტს განაგრძობენ და აქციის გასამართად დღეს დედაქალაქში ჩამოვიდნენ.

"ჯორჯიან მანგანეზის" ხელმძღვანელობამ დღეს დეზინფორმაციაზეც ისაუბრა, რომელიც აქციის პარალელურად ვრცელდება, თითქოს კომპანია თანამშრომლებს აიძულებს 12 საათიან სამუშაო გრაფიკზე გადასვლას. მაშინ, როცა შეთავაზებაა 8 საათიანი სამუშო გრაფიკი იგივე ანაზღაურებითა და ბენეფიტებით. კომპანიაში განმარტავენ, თუ რატომ არის მხარეებისთვის უკეთესი 8 საათიან სამუშაო გრაფიკზე გადასვლა.

კომპანიაში თვლიან, რომ შექმნილ ვითარებაში გამოსავალი წარმოების დროულად განახლებაა. "ჯორჯიან მანგანეზი" თანამშრომლებს კონსტრუქციული დიალოგისა და შეთანხმებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. გაფიცული მაღაროელების პარალელურად, დასაქმებულთა ნაწილი, მოლაპარაკების და წარმოების განახლების მომხრეა.

ფეროშენადნობების ბაზარზე კრიზისი გასული წლის ნოემბრიდან დაიწყო, რამაც პროდუქციაზე მოთხოვნის შემცირება და ფასების მკვეთრი ვარდნა გამოიწვია. მიმდინარე წელს, კომპანიას პროდუქცია ექსპორტზე არ გაუტანია, თუმცა ამის მიუხედავად, სახელფასო ვალდებულებებს მაინც ასრულებს. "ჯორჯიან მანგანეზი" უკვე მეხუთე თვეა 3,382 თანამშრომელს ხელფასის 60%-ს უხდის, რაც თვეში 6 მილიონ ლარზე მეტია.

დღის ამბები