26 ნოემბერი 2024,   10:49
ვრცლად
ეს პრობლემა არ ყოფილა აქამდე, პირიქით, უამრავმა ადამიანმა ამით სარგებელი მიიღო - ვახტანგ მეგრელიშვილი სუროგაციასთან დაკავშირებულ ინიციატივაზე

სუროგაციასთან დაკავშირებულ ინიციატივას, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, პარლამენტმა დაჩქარებული ტემპით უნდა განიხილოს, ოპოზიციაში აფასებენ. 

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, რომ ეს თავისუფალი საქმიანობაა და იმის შეზღუდვა, რისგანაც ადამიანები მხოლოდ სარგებელს იღებდნენ, სწორი არ არის. 

"ჩვენ ვართ თავისუფალი - დილით ხაში მივირთვათ, თუ კარაქიანი პური. ეს ხომ ვერ იქნება პრობლემა, რომ რადგან ჩვენ შეგვიძლია დილით ხაშისა და კარაქიანი პურის ჭამა ეს პრობლემაა. ზუსტად ასევეა რაღაც ჩვეულებრივი საქმიანობა, რომელიც არის თავისუფალი და გვინდა, რომ თავისუფალი აღარ იყოს. ეს პრობლემა არ ყოფილა აქამდე, პირიქით, უამრავმა ადამიანმა ამით სარგებელი მიიღო,"- აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი.

გიორგი ვოლსკის განცხადებით კი, მთავარია, რომ გათვალისწინებული იყოს ის სტანდარტი, რომელიც განვითარებულ ქვეყნებში გააჩნიათ.

"საკმაოდ სერიოზული ექსპერტები მუშაობდნენ ამ საკითხზე. სუროგატებიც საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იყვნენ,  ამის უამრავი მაგალითი არსებობს. მთავარია რომ გათვალისწინებული იყოს ის სტანდარტი, რომელიც განვითარებულ ქვეყნებში გააჩნიათ,"- აღნიშნავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი. 

დღის ამბები