26 ნოემბერი 2024,   10:44
ვრცლად
შევეცდებით, სუროგაციასა და ინ ვიტრო განაყოფიერებასთან დაკავშირებული კანონპროექტი პარლამენტმა დაჩქარებული ტემპით განიხილოს - ჯანდაცვის მინისტრი

სუროგაციასთან დაკავშირებული ინიციატივა პარლამენტშია - პროექტი ბიუროს სხდომაზე უკვე დაინიცირდა.

მთავრობის ინიციატივაა, სუროგაცია ნებადართული მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის გახდეს. ამას გარდა, კანონპროექტით აკრძალულია რეპროდუქციული უჯრედის, ქსოვილის, ასევე სუროგატის საჭიროების და ხელმისაწვდომობის რეკლამა, როდესაც ის მატერიალურ სარგებელს ეხება.

საჭირო ხდება სპეციალური ლიცენზიაც. პროექტის ავტორია ჯანდაცვის სამინისტრო - უწყების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ შეეცდებიან ინიციატივა პარლამენტში დაჩქარებული ტემპით განიხილონ.

"იქიდან გამომდინარე, რომ ამ თემასთან დაკავშირებით ბევრი მითქმა-მოთქმაა, შევეცდებით, რომ კანონი პარლამენტში დაჩქარებული ტემპით განიხილონ. ახლა დონორების მოპოვებიდან სუროგაციის ჩათვლით ყველაფერი სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ იქნება და ზუსტად გვეცოდინება, რომელი დონორები რომელი ბავშვის შექმნაში იღებდნენ მონაწილეობას, ვინ იყო სუროგატი და ა.შ. რათა წლების შემდეგ ძალიან რთული მდგომარეობა არ მივიღოთ,"- აცხადებს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი.

დღის ამბები