გეგუთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული მოზარდის მამაც გარდაიცვალა. გია ბაბუნაშვილი კლინიკაში იყო მოთავსებული, მისი მდგომარეობა მძიმედ ფასდებოდა.
გეგუთში ავტოსაგზაო შემთხვევა 11 ივნისს მოხდა, შედეგად მოზარდი გარდაიცვალა. ბავშვის მამა, ბებია და და კი მძიმედ დაშავდნენ.
მცირეწლოვანი ამ დრომდე კლინიკაში რჩება.